„ამიერკავკასიის მშრომელი ქალი“

„ამიერკავკასიის მშრომელი ქალი“, ქართ. ორთვიური დასურათებული ჟურნალი, რკპ (ბ) ამიერკავკასიის სამხრეთ კომიტეტის ქალთა განყ-ბის ორგანო.

გამოდიოდა 1922 ოქტ-იდან 1923 მაისამდე თბილისში ქართ., რუს., სომხ. და აზერბ. ენებზე. სულ გამოვიდა 3 ნომერი, რ-ებშიც გაშუქებულია სოც.-ეკონ. და პოლიტ. საკითხები. გამომცემელი – სარედაქციო კოლეგია.

ი. ლორთქიფანიძე