ამილახვარი ანა პაატას ასული, XVIII ს. I ნახევრის მოღვაწე, სიმონ ბატონიშვილის მეუღლე.
მოსკოვსა და პეტერბურგში ცხოვრების დროს დაუახლოვდა საიმპერატორო კარს. მეუღლის გარდაცვალების შემდეგ მოსკ. ქართ. ახალშენის აქტიური მოღვაწე გახდა. მისი ხარჯით მოსკ. ნოვინსკის მონასტერი განახლდა და იქ მოეწყო ქართვ. დედათა მონასტერი. ა-მა ვახუშტის გადასცა ს. იავორსკის წიგნი „კლდე სარწმუნოებისა“ და სთხოვა მისი ქართულად თარგმნა, შემდეგ კი დიდი წვლილი შეიტანა მის გამოცემაში (1737–44).
ფ. სიხარულიძე