ამილახვარი ედიშერ (ელისეი) პაატას ძე (XVIII ს-ის 10-იანი წლები, სოფ. ქვემო ჭალა, კასპის მუნიციპალიტეტი — 1788, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენანტი (XVIII ს-ის 70-იანი წლები).
1724-იდან ცხოვრობდა რუსეთში, მსახურობდა სანქტ-პეტერბურგში საარტილერიო კორპუსში. იყო მორიგე გენერალი 1743 ქართველ ჰუსართა პოლკის მეთაურის მოადგილე. მონაწილეობდა შვიდწლიან (1756—63) ომში, 1760-იან წლებში მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება.
დაკრძალულია სანქტ-პეტერბურგში, ალექსანდრე ნეველის ლავრაში.
მ. გოგიტიძე