ამილახვარი პაპუნა იოთამის ძე (გ. 1625), ქართლის სამეფოს პოლიტიკური და სამხედრო მოღვაწე XVII ს. I მეოთხედში. საამილახვროს უფროსი, ზემო ქართლის სადროშოს სარდალი და გორის მოურავი.
ცოლად ჰყავდა სიმონ I-ის ასული თამარი. მხარს უჭერდა კახეთის დედოფალ ქეთევანს (დავით I-ის მეუღლეს) კონსტანტინე I-ის წინააღმდეგ ბრძოლაში.
მარტყოფის აჯანყების დროს (1625) მხარში ედგა გიორგი სააკაძეს. თავი გამოიჩინა მარაბდის ბრძოლაში (1625), შემდეგ – ირანელთა მოთარეშე რაზმების წინააღმდეგ ბრძოლებში. ანდუყაფარ ამილახვრის თხოვნით, თავის ყმებს მოაკვლევინა იესე ქსნის ერისთავმა.
ლიტ.: კ ა რ ბ ე ლ ა შ ვ ი ლ ი პ., ამილახვართა საგვარეულოს ოსტორიული გუჯრები, კრ.: ძველი საქართველო, ტ. 2, ტფ., 1913.
ლ. ტუხაშვილი