ქართული მონასტერი იერუსალიმში, მდებარეობს იაფოს ჭიშკარსა და წმ. მხსნელის მონასტერს შორის.
აგებული უნდა იყოს XIV ს. პირველ ნახევარში მეფე გიორგი ბრწყინვალის დროს. აუშენებიათ „ქსნის ერისთავს შალვას, ვირშელს ივანეს და მათი მოჴსენებაც მუნ არის" – წერდა ტიმოთე გაბაშვილი. მისი "მიმოსლვის" ხელნაწერში მონასტრის აღმშენებლად მოხსენიებულია მხოლოდ ვირშელი შალვა.
ამავე ერისთავის სახელზე ჯვრის მონასტერში შედგენილია ორი აღაპიც. გიორგი V-ის მიერ ეგვიპტესა და იერუსალიმში გაგზავნილმა შალვა ერისთავის ძე პიპამ, სავარაუდოდ, გამგზავრებისას თავისი მამა-ბიძის მიერ გატანებული შესაწირავიც წაიღო, რ-თაც ახ. მონასტერი ააგეს და, შესაბამისად, სამშენებლო წარწერაში მათი სახელები უკვდავყვეს.
XVII ს. ბოლოდან დ. მ. ბერძენთა საპატრიარქოს მონასტერთა სისტემაშია.
წყარო: გაბაშვილი ტ., მიმოსლვა, ე. მეტრეველის გამოც., თბ., 1956; მეტრეველი ე., მასალები იერუსალიმის ქართული კოლონიის ისტორიისათვის (XI–XVII სს.), თბ., 1962.
ლიტ.: მ ა მ ი ს თ ვ ა ლ ი შ ვ ი ლ ი ე., ქართველები და ბიბლიური სამყარო, გორი, 1998.
ე. მამისთვალიშვილი