ამირაჯიბი კონსტანტინე მიხეილის ძე

ამირაჯიბი კონსტანტინე მიხეილის ძე [18 (30). XII. 1869, თბილისი, – 14. VII. 1948, იქვე], საზოგადო მოღვაწე და მეცნიერი სოფლის მეურნეობის მექანიზაციის დარგში. პროფესორი (1927), მეცნ. და ტექ. დამს. მოღვაწე (1934).

1893 დაამთავრა ოდესის უნ-ტი, იქვე დატოვეს ქიმ. ტექნოლ. კათედრის ასისტენტად პროფ. ვ. პეტრიაშვილთან, რ-ის შეხედულებები საფუძვლად დაედო მის შემდგომ საქმიანობას. 1894 მიავლინეს საფრანგეთსა და გერმანიაში, 1897 დაბრუნდა საქართველოში, მშობლიურ სოფ. ავლევში, სადაც 1918-მდე ცხოვრობდა. ავლევში შექმნა მოწინავე, იმდროინდელი ევროპული დონის მეურნეობა, ეწეოდა ფართო სელექციურ მუშაობას. მდ. ფრონეზე ააშენა მცირე ჰესი, 1907 დააარსა ავლევის სას.-სამ. ქართულენოვანი სკოლა, სააქციო საზ-ბა და მეპაიეთა ბანკი. ა. პრაქტიუკულად ახორციელებდა თერგდალეულთა, კერძოდ კი ი. ჭავჭავაძის, შეხედულებებს ქართული სოფლის მოწყობის შესახებ.

1919 მიიწვიეს თსუ-ში დოცენტის თანამდებობაზე და სას.-სამ. მანქანათმცოდნეობის კათედრის გამგედ. 1927 ა-ის ინიციატივით ჩამოყალიბდა სას.-სამ. მანქანა-იარაღების საცდელი სადგური, რ-საც შემდგომ მისი სახელი უწოდეს.

1931 ამ სადგურის ბაზაზე შეიქმნა სოფ. მეურნ. მექანიზაციის კვლევითი ინ-ტი, რ-ის დირექტორიც 1934-მდე ა. იყო (შემდეგ ამ ინ-ტსაც ა-ის სახელი მიენიჭა). ა-მა პროფ. ა. დიდებულიძესთან ერთად შექმნა და გამოცადა ელექტროტრაქტორი. 1920 გამოიცა ა-ის სას.-სამ. მექან. ლექციების კურსი. ა-ის მრავალმხრივი ცოდნა და გამოცდილება სოფლის მეურნ. და სოც. მოწყობის დარგში საბჭ. სინამდვილის პირობებში ბოლომდე ვერ იქნა გამოყენებული.

მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.

ლიტ.: დ ვ ა ლ ი  რ., გამოჩენილი ქართველი მეცნიერი, «მეცნიერება და ტექნიკა», 1969, № 12.