ამირეჯიბი ბარბარე მიხეილის ასული (1872, თბილისი, – 1939, იქვე), პიანისტი, პედაგოგი, კომპოზიტორი, მუს. მოღვაწე.
ქართვ. მუსიკოსთა პირველი თაობის თვალსაჩინო წარმომადგენელი. მუს. განათლება მიიღო მოსკ. კონსერვატორიაში. ქართ. ფილარმონიული საზ-ბის დაარსებიდანვე (1905) მისი გამგეობის წევრი და ხაზინდარი იყო. პედ. მოღვაწეობას ეწეოდა ფილარმონიული საზ-ბის სამუსიკო სკოლაში (1908-იდან), თბილ. II კონსერვატორიასა (1921-იდან) და I სამუსიკო სასწავლებელში (1925-იდან).
ა. იყო საქველმოქმედო საღამო-კონცერტების ინიციატორი და როგორც პიანისტი გამოდიოდა საკონცერტო პროგრამებით.
დაწერილი აქვს საფორტეპიანო ნაწარმოებები.