ამირეჯიბი გიორგი სარდიონის ძე (25. V. 1880, სოფ. საღოლაშენი, ახლანდ. ქარელის მუნიციპალიტეტი — 25. I. 1919, იქვე), გენერალ-მაიორი (1918). სამხ. განათლება მიიღო სანქტ-პეტერბურგში. I მსოფლიო (1914–18) ომის მონაწილე. 1917-მდე მსახურობდა მე-20 საარტილერიო ბრიგადაში, 1918—19 – ქართულ ჯარში. მონაწილეობდა შავიზღვისპირეთში გენ. გ. მაზნიაშვილის ხელმძღვანელობით ჩატარებულ სამხ. ოპერაციებში. ტუაფსეს აღებისათვის მიენიჭა გენერლობა.
გარდაიცვალა ავადმყოფობის შემდეგ.
ლიტ.: გ ო გ ი ტ ი ძ ე მ., ბ ე ჟ ი ტ ა შ ვ ი ლ ი გ., სამხედრო ფიცის ერთგულნი, თბ., 2015.
მ. ბახტაძე