ამირეჯიბი რუსა, ქართველი საზოგადო მოღვაწე ქალი XIV–XV სს. მიჯნაზე. ქუცნა ამირეჯიბის მეუღლე, ალექსანდრე I დიდის აღმზრდელი ბებია.
განაახლა მტრისგან დაქცეული ეკლესია-მონასტრები, დაიწყო თემურლენგის დანგრეული სვეტიცხოვლის ტაძრის აღდგენა, რაც მისი გარდაცვალების შემდეგ დაასრულა ალექსანდრე I-მა.
ლიტ.: ჯ ა ვ ა ხ ი შ ვ ი ლ ი ივ., ქართველი ერის ისტორია, წგ. 4, თბ., 1967.
დ. მეგრელაძე