ამირთკარი

ამირთკარი, ზემო ამირნის ძვ. სახელწოდება, სახელი შეერქვა აქ მოსახლე ამირისძეთა საგვარეულოს მიხედვით.

შუა საუკუნეებში თავდაპირველად არაგვის საერისთავოში შედიოდა, XIV ს-იდან – ქსნის, XV ს-იდან – კვლავ არაგვის საერისთავოში. შემორჩენილია XV–XVI სს. ზურგიანი კოშკი და ორი დარბაზული ეკლესია.