ამირჩქარი

ამირჩქარი, ამირსპასალარის უწყების მოხელე, მალემსრბოლთა უფროსი გაერთიანებული საქართველოს ფეოდალურ სახელმწიფოში.

ევალებოდა მეფის დაცვა და შიკრიკების ხელმძღვანელობა (მათი გაგზავნა, მიღება და სხვ.).