გოქშო

 

გოქშო თმიანი გოქშო (Dipsacus pilosus)

გოქშო (Dipsacus), მცენარეთა გვარი გოქშოსებრთა ოჯახისა. ორწლოვანი, იშვიათად მრავალწლოვანი მაღალი ბალახია. აქვს ქაცვებით დაფარული, წახნაგოვანწიბოიანი ღეროები, საპირისპიროდ განლაგებული, ზოგჯერ წყვილად შეზრდილი მთლიანი ან რამდენადმე ღრმად განკვეთილი ღეროსეული ფოთლები, თავაკისებრ ყვავილედებად შეკრებილი სოსანი ან თეთრი ყვავილები. გვარი აერთიანებს 20-მდე სახეობას, რ-ებიც გავრცელებულია დას. ევროპაში, ხმელთაშუაზღვისპირეთში, ჩრდ. აფრიკაში, სამხრ. და აღმ. აზიაში, აღმ. ჩინეთსა და იაპონიაში. საქართველოში გ-ს 3 სახეობაა:Dipsacus pilosus, Dipsacus strigosus და Dipsacus laciniatus. იზრდება მდინარეთა ხეობებში, ტენიან ადგილებში, ტყეებსა და ბუჩქნარებში, ტყის პირებსა და ველობებზე, ზღვის სანაპიროებზე, აგრეთვე რუდერალურ ადგილებში.

მ. გურგენიძე