„დინამო“

„დინამო“, სპორტული კლუბი.

შეიქმნა 1992 ფიზკულტურულ-სპორტული საზ-ბა „დინამოს" ბაზაზე (არსებობდა 1925-იდან). თბილ. „დ-ს" პირველი სპორტ. ბაზა, სადაც ტარდებოდა მეცადინეობა კალათბურთში, სპორტ. ტანვარჯიშში, ტყვიის სროლაში, ჭადრაკში და ა. შ., მდებარეობდა ბესიკის ქ. 4-ში. „დ-ს" საქართვ. რესპ. საბჭოს ჰქონდა 4 სტადიონი, მ. შ. ეროვნული სტადიონი, დახურული საცურაო აუზი თბილისში, 15 სპორტ. დარბაზი, სანიჩბოსნო ბაზები სოხუმში, ფოთსა და სოფ. გუდავაში, სამთო-სათხილამურო ბაზა ბაკურიანში, ჩოგბურთის სტადიონი თბილისში და 3 სასწ.- სავარჯიშო ბაზა.

საზ-ბა „დ-ს" არსებობის მანძილზე აღიზარდა 19 მსოფლიო ჩემპიონი (მ. შ. მ. ჩიბურდანიძე), 8 ოლიმპიური ჩემპიონი (მძლეოსნები – რ. შავლაყაძე, ვ. სანეევი; კალათბურთელები – ზ. საკანდელიძე, მ. ქორქია; ძალოსანი რ. ჩიმიშკიანი; მოფარიკავე ნ. ასათიანი; ტანმოვარჯიშე გ. შარაბიძე და მოჭიდავე ვ. ბლაგიძე).

საზ-ბის საკლუბო გუნდებს არაერთხელ გაუმარჯვიათ საერთაშ. შეჯიბრებებში (იხ.სტ-ები:თბილისის „დინამოს" კალათბურთელთა გუნდი, თბილისის "დინამოს" ფეხბურთელთა გუნდი, თბილისის „დინამოს" წყალბურთელთა გუნდი.

ნ. გვახარია