ანაგვირილა, ერთ, ორ ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარეები რთულყვავილოვანთა ოჯახის Tripleurospermum-ის (უმთავრესად) და Chamaemelum-ის გვარისა.
Tripleurospermum-ის გვარის 30-მდე სახეობა გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში. საქართველოში გვხვდება მისი 9 სახეობა, მათგან 3 – ენდემური (მაგ., კოლხური ა.–Tr. colchicum). ჩვენში ა. უმეტესად მაღალმთის სარტყელში იზრდება, ზოგი სახეობა კი – მთის ქვედა სარტყელსა და ბარში, ჩვეულებრივ – მდელოზე, აგრეთვე ქვიან ადგილას, კლდეზე, მინდორში, გზის პირას და სხვ. ზოგი სახეობა საძოვრის მცენარეა. ა-ის თესლი 20% ზეთს შეიცავს, ზოგი სახეობის ფოთლები კი – C ვიტამინს.
მ. სახოკია