ანანია, XV ს. მხატვარ-მინიატიურისტი. ცხოვრობდა სამცხის ათაბაგის კარზე. შემონახულია მისი ორი მინიატიურა, რ-ებიც ჩაკრულია კალიგრაფ შავზაქარიას მიერ XI ს-ში გადაწერილ სახარებაში (ხელნაწ. ინ-ტი, A-845). მინიატიურებზე გამოსახულია მათე და მარკოზ მახარებლების მჯდომარე ფიგურები. ა-ს ნახატისათვის დამახასიათებელია რამდენადმე წაგრძელებული პროპორციები, ძალიან წვრილი ხელები და ტერფები.
ლიტ.: ბ ე რ ი ძ ე ვ., ძველი ქართული ოსტატები, თბ., 1967.