ანანიაშვილი გიორგი დავითის ძე [11 (24). IV. 1910, თბილისი, – 4. III. 1978, იქვე], ენერგეტიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (1960), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1967).
1934 დაამთავრა ამიერკავკ. ინდუსტრ. ინ-ტი. 1940–41 იყო სოხუმჰესისა და ხრამჰესის დირექტორი, 1945–47 – საქართვ. კომუნ. მეურნ. მინისტრი, 1948-იდან – სოფ. მეურნ. ელექტრიფიკაციის საკავშ. სამეცნ.-კვლ. ინ-ტის თბილ. ფილიალის დირექტორი, 1956-იდან – საქართვ. სოფ. მეურნ. მექანიზაციისა და ელექტრიფიკაციის სამეცნ.-კვლ. ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, 1963-იდან – თბილისის პედ. ინ-ტის ზოგადტექ. დისციპლინების კათედრის გამგე, 1975-იდან გარდაცვალებამდე – ამავე კათედრის ფიზ. ფაკ-ტის პროფესორი.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: კრწანისის ბიოენერგეტიკული დანადგარი, თბ., 1959; Использование сельскохозяйственных отходов для производства электроэнергии, Сельская электрификация, т. 4, Женева, 1959 (ООН. Секретариат Европейской комисии); Основные положения биоэнергетики, Тб., 1961.