ანაპტიქია (Anaptychia), ლიქენების გვარი ფისციასებრთა ოჯახისა.
დანაკვთული ფირფიტისებრი ან ნახევრად ბუჩქისებრი ლიქენია. აქვს თალუსის ბრტყელი ნაკვთები, კიდეებზე ხშირად წამწამისებრი წარმონაქმნები ლეკანორის ტიპის აპოთეციუმებით. იზრდება მერქნიან მცენარეებსა და ქვებზე. საქართველოში გავრცელებულია 5 სახეობა, გვხვდება უთმავრესად ტყეში.
ც. ინაშვილი