ანასტასი სინელი (Anastasios ho Sinaitēs), VII ს. II ნახ. ბიზანტიელი თეოლოგი, ორთოდოქსი. სინის მთის წმ. ეკატერინეს მონასტრის წინამძღვარი, შემდეგ - ანტიოქიის პატრიარქი.
ა. ს-ის დოგმატ.-პოლემიკურ თხზულებებს კარგად იცნობდა ძვ. ქართ. სას. მწერლობა. მისი უმთავრესი ნაშრომი „წინამძღუარი“ თარგმნა არსენ იყალთოელმა და შეიტანა „დოგმატიკონში“ (S–1463); თეოფილე ხუცეს-მონაზონმა თარგმნა ა. ს-ის „შემოსლვისათჳს მარხვათაჲსა და მეექუსისათჳს ფსალმუნისა“ (A–733, 129), ხოლო ეფრემ მცირემ – „შესუენებულთათჳს“ (A–129). ა. ს-ის „წინამძღურის“ გავლენა ატყვია ანტონ I-ის „მზამეტყველებას“.
თხზ. [იხ.]: Patrologiae cursus completus …, series graeca, éd. J.-P. Migne, t. 89, P., 1864.