ანატორისღელე

ანატორისღელე, უღელტეხილი დუშეთის მუნიციპალიტეტში, თუშეთ-ხევსურეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 2768 მ. საცალფეხო ბილიკით აკავშირებს მდ. გორშეღმისწყლის (ხევსურეთის არაგვის მდგენელი) ხეობას და მდ. ასის ზემო დინების აუზს. მიმოსვლისათვის გამოყენებულია მაისიდან სექტ. ბოლომდე.