ანგელოზა (Angelica), ორ-ან მრავალწლოვან ბალახოვან მცენარეთა გვარი ქოლგოსანთა ოჯახისა.
ღეროს სიმაღლე 2 მ აღწევს, თეთრი ან ვარდისფერი ყვავილები აქვს. 50 სახეობიდან, რ-ებიც გავრცელებულია ჩრდ. ნახევარსფეროში, საქართველოში მხოლოდ 3 სახეობა იზრდება – a. tatiane, A. Pachyptera და აჭარული ა. (A. adzharica). პირველი ორი სახეობა კავკ. ენდემია; გვხვდება სუბალპ. მდელოებზე, ტყისპირებსა და მაღალბალახეულობაში, მთის ტყეებსა და მდინარეთა ნაპირებზე; მესამე სახეობა – აჭარული ა. – დას. საქართველოს იშვიათი, ვიწროლოკალური ენდემია, ნაპოვნია აჭარაში. შეტანილია „საქართველოს წითელ წიგნში“. ნორჩ მცენარეს საქონელი ძოვს. იყენებენ სასილოსედ. ნაყოფი შეიცავს კუმარინს.