ანდა, სოფელი ახალციხის მუნიციპალიტეტის ანდრიაწმინდის თემში (სამცხე-ჯავახეთის რეგიონი), შავშეთის ქედის ჩრდ. კალთაზე, მდ. ლაშისხევის (ქვაბლიანის შენაკადი) სათავესთან. ზ. დ. 1500 მ, ახალციხიდან 19 კმ. 295 მცხ. (2014).
ა. იხსენიება „გურჯისტანის ვილაიეთის დიდ დავთარში“ (XVI ს. მიწურული). იმ დროისათვის ა-ში 20 კომლი ცხოვრობდა. ოსმალთა ბატონობის ხანაში მოსახლ. დიდად შემცირდა. 1842 სოფელში შვიდი კომლიღა იყო, ხოლო 1870 – ცხრა კომლი.
ი. სიხარულიძე