ანდარაზანის ქედი, ქედი თელავისა და ყვარლის მუნიციპალიტეტებში, კახეთის კავკასიონის სამხრ. განშტოება. მდ-ების ლოპოტისა და დიდხევის წყალგამყოფი.
ქედზე აღმართულია მთები დიდი ანდარაზანი (3039 მ), პატარა ანდარაზანი, ნამარილევი და დაბალი წვერი. ქედი ძირითადად აგებულია ქვედაიურული თიხა-ფიქლებით. თხემურ ზონაში სუბალპ. და ალპ. მდელოებია, ქვევით – წიფლის ტყე.