ანდარზი

ანდარზი (საშუალო სპარს. – დარიგება, დამოძღვრა), დიდაქტიკური ლიტ-რის ერთ-ერთი სახეობა შუა საუკ. ირანულ სამყაროში.

ამ სახეობის ნაწარმოებები შედგენილია სახელმწიფოს მართვის მეთოდებისა და კარგი მმართველის ღირსებათა შესახებ მსჯელობის ფორმით. ზოგიერთი ეხება აღზრდისა და ქცევის წესებს. სიტყვა „ა.“ ქართულში შემოსულია ანდერძის სახით (ძვ. ქართულში ვხვდებით ანდერზის, ხევსურულ დიალექტში – ანდრეზის ფორმითაც). გვხვდება ანდერძნამაგიც (საშ. სპარს. - ანდარზნამაკ – „ანდერძის წიგნი“).

მ. ანდრონიკაშვილი