ანდის ყოისუ, მდინარე საქართველოსა (ახმეტის მუნიციპალიტეტი) და დაღესტანში, კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდ. კალთაზე. მდ. სულაკის მარცხ. მდგენელი.
წარმოიქმნება მდ-ების თუშეთის ალაზნისა და პირიქითის ალაზნის შეერთებით. სიგრძე (თუშეთის ალაზნის სათავიდან) 203 კმ. აუზის ფართ. 4820 კმ². მიედინება ვიწრო და ღრმა ხეობაში. აჩენს ჭორომებსა და ჩანჩქერებს. ერთვის მრავალი მთის მდინარე. საზრდოობს თოვლის, წვიმისა და მიწისქვეშა წყლებით, ზემო დინებაში – მყინვარებითაც. წყალდიდობა იცის გაზაფხულზე და ზაფხულში, წყალმცირობა- ზამთარში.
ი. აფხაზავა