ანდორეთი

ანდორეთი, სოფელი ერედვის მუნიციპალიტეტის ღრომის თემში (შიდა ქართლის რეგიონი), მდ. მეჯუდის (ლიახვის მარცხ. შენაკადი) მარჯვ. ნაპირზე. ზ. დ. 920 მ, გორიდან 26 კმ. სოფელი მდებარეობს ისტ. შიდა ქართლში. XIV ს-იდან ქსნის საერისთავოში შედიოდა. ძვ. მოსახლეობა ქართულია; XIX ს-იდან ცხოვრობენ ოსებიც. 1865 მონაცემებით, ა. ქსნის უბნის ანდორეთის სასოფლო თემის (სოფლები: ანდორეთი, ბიეთი, თელაგინა, კიტრიული, თხინვალი) ცენტრი იყო.

ა. ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიაზეა.

ჯ. გვასალია