ანდრია კრეტელი (Andreas ho krēsios) (650 დამასკო – 4.VIII. 740 კ. ლესხიის.), ბიზანტიელი ჰიმნოგრაფი, კ. კრეტის მიტროპოლიტი.
სცადა ჰიმნებში აღედგინა ანტ. მეტრიკის დამახასიათებელი იამბური საზომი. მისი მთავარი ნაწარმოები, 250 სტროფის შემცველი „დიდი კანონი“, ქართულად სამჯერ არის თარგმნილი (ექვთიმე მთაწმიდლის, გიორგი მთაწმიდლისა და არსენ ბერის თარგმანები).
ლიტ.: ყაუხჩიშვილი ს., ბერძნული ლიტერატურის ისტორია, ტ. 3 - ბიზანტიური პერიოდის ლიტერატურის ისტორია, გამოც. მე-2, თბ., 1973.