ანდრიაშვილი იოსებ ადამის ძე

ანდრიაშვილი იოსებ ადამის ძე (23. II. 1919, სოფ. მუკუზანი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 13. III. 1991, თბილისი), მეცნიერი მანქანათმშენებლობის დარგში. ტექ. მეცნ. დოქტორი (1976), პროფესორი (1979). საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1989).

1941 დაამთავრა საქართვ. ინდუსტრ. ინ-ტი, 1942–65 მუშაობდა თბილ. საავიაციო ქ-ნაში სხვადასხვა თანამდებობაზე, 1963-იდან გარდაცვალებამდე – საქართვ. ტექ. უნ-ტში ლითონთა ტექნოლოგიისა და ლითონმცოდნეობის კათედრაზე. ა-ის შრომები ეხება უმთავრესად ქართ. ლითონური უნიკალური ძეგლების დამზადების ტექნოლ. შესწავლას, ჭედური ხელოვნების, იარაღების დამზადების, მივიწყებული ტექნოლ. პროცესების აღდგენა-განვითარებას.

თხზ.: ქართული ჭედური ხელოვნების ტექნოლოგიური პროცესი, თბ., 1967 (თანაავტ. ფ. თავაძე); ლითონთა ტექნოლოგია, თბ., 1988; Исследование технологии грузинской чеканки с древнейших времен, Тб., 1973.

კ. ნუცუბიძე