ანდრიაძე ნიკოლოზ იოსების ძე [17 (29). VII. 1889, ქუთაისი, – 15. VIII. 1949, თბილისი], ინფექციონისტი. მედ. მეცნ. დოქტორი (1937), პროფესორი (1938).
1913 დაამთავრა ოდესის უნ-ტის სამკურნ. ფაკ-ტი. 1914 – 17 მონაწილეობდა I მსოფლიო ომში. 1932–41 იყო თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის ინფექციურ სნეულებათა კათედრის გამგე. 1942-იდან მონაწილეობდა II მსოფლიო ომში.
დიდი ღვაწლი მიუძღვის საქართველოში ინფექციურ დაავადებათა წინააღმდეგ ბრძოლის, კერძოდ, ბავშვთა ინფექციურ სნეულებათა პროფილაქტ. საქმეში. 1935 ა-მ დააარსა წითელას საწინააღმდეგო შრატის დამამზადებელი სადგურები და ამცრელი პუნქტები თბილისში, ქუთაისში, სოხუმში, ფოთსა და ბათუმში.
თხზ.: წითელა, თბ., 1936; ყვავილი და ჩუტყვავილა, თბ., 1939; ბაცილური დიზენტერია და მისი მკურნალობის ძირითადი საფუძვლები, თბ., 1942.