ანდრონიკაშვილი ზაზა ზაალის ძე (გ. 1814), იოანე ბატონიშვილის სახლთუხუცესი.
1800 იოანეს პეტერბურგში გაჰყვა, აქ იგი დააჯილდოვეს ბრილიანტით შემკული ბეჭდით. პეტერბურგში ყოფნისას მონაწილეობდა დიპლომატიურ საუბრებსა და მისიებში, ხშირად ხვდებოდა საფრ. ელჩ კოლენკურს.
1812 მსახურობდა როგორც „ქართველ თავადაზნაურთა რწმუნებული პეტერბურგში“.