ანდრონიკაშვილი მიხეილ მიხეილის ძე

ანდრონიკაშვილი მიხეილ მიხეილის ძე (1875, გერმანია – 1919, პეტროგრადი), რუსეთის იმპერიის მოხელე, „ტიტულიარნი სავოეტნიკი“, ავანტიურისტი, (მ. ჯავახიშვილის - რომანის მთავარი პერსონაჟის კვაჭი კვაჭანტირაძის ერთ-ერთი პრტოტიპი).

პეტერბურგში ახალგაზრდობის წლებში ჩავიდა და „რუსი ხალხის კავშირს“ დაუახლოვდა. 1887 შევიდა პაჟთა კორპუსში, მაგრამ 1895 ავადმყოფობის გამო, გაათავისუფლეს.

1897-იდან მუშაობდა შ. ს. სამინისტროში, 1914–16 იყო წმინდა სინოდის მდივანი.

1916 გამოსცემდა ჟურნ. „გოლოს რუსი“ (გამოიცა 26 ნომერი). იცოდა რამდენიმე უცხო ენა. ყოველთვის დაკავებული იყო კომერც. ოპერაციებით. დაკავშირებული იყო შვეიცარიის კაპიტალთან, ჭიათურის მანგანუმთან, საზ-ბა „ელეკტრიჩესკოე ობშესტვო 1886-თან“.

ერთ-ერთი უაღრესად გავლენიანი პირი იყო იმპერიაში, დაახლოებული იყო გ. რასპუტინთან ისინი აქტიურად ერეოდნენ იმპერიის მინისტრთა კაბინეტის საქმიანობაში. მარტო პირველი მსოფლიო ომის წლებში მათი ჩარევით დაინიშნა და გათავისუფლდა დაახლ. 20 მინისტრი და რამდენიმე მინისტრთა საბჭოს თავ-რე. 1916 II ნახევარში გ. რასპუტინისა და ა-ის ურთიერთობა დაიძაბა რასაც ა-ის რაზმში გადასახლება მოჰყვა. ცდილობდნენ მისთვის გერმანიის ჯაშუშობის ბრალდება წაეყენებინათ, რასპუტინის მოკვლის შემდეგ ა. პეტროგრადში დაბრუნდა.

დროებითმა მთავრობამ ა. დაპატიმრა, გარდაიცვალა ციხეში.

ა. ასტანიშვილი