ანდრონიკაშვილი პაატა, ქართლ-კახეთის სამეფოს პოლიტიკური მოღვაწე, ერეკლე II-ის ერთგული თანამებრძოლი.
XVIII ს. I ნახევარში ერეკლემ საგანგებოდ მიავლინა საარტ. საქმის შესასწავლად რუსეთში. იქ მიიღო რუს. არმიის არტილ. ოფიცრის წოდება. XVIII ს-ის 70-იანი წწ. I ნახევარში სამშობლოში დაბრუნდა, სადაც საარტ. საქმის ხელმძღვანელად დანიშნეს. 1778 სამეფო არტილ. მეთაურობა (თოფჩიბაშობა) უბოძეს. ა. ხელმძღვანელობდა სამხ. და მანუფაქტურული წარმოების ევრ. წესზე გარდაქმნას, რაც ერეკლე II-ის თაოსნობით დაიწყო.
წყარო: [ხერხეულიძე ო.] ომან მდივანბეგი, მეფობა ირაკლი მეორისა, მეფის თეიმურაზის ძისა, წგნ.: ქართლის ცხოვრება, ნაწ. 2, დ. ჩუბინაშვილის გამოც., სპბ., 1854.
ა. როგავა