ანდრონიკაშვილი რევაზ ივანეს ძე (1814, სოფ. ფხოველი, ახლანდ. გურჯაანის მუნიციპალიტეტი – 27. XII. 1878 თბილისი), რუსეთის არმიის გენერალ-ლეიტენატი (1860), გენერალ-ადიუტანტი (1871).
სწავლობდა თბილ. კადეტთა კორპუსში მსახურობდა გრენადერთა პოლკში, შემდეგ-ფინეთის ლაიბგვარდიის პოლკში. იყო მეფისნაცვალ მ. ვორონცოვის ადიუტანტი. მონაწილეობდა მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლაში, ყირიმის ომში (1853–56). 1854–56 მეთაურობდა თბილისის ეგერთა პოლკს, 1853 მიენიჭა გენ.-მაიორის წოდება.
1856–58 იყო კავკ. გრენადერთა დივიზის მე-2 ბრიგადის მეთაური, 1858–59 – ლეკებთან სასაზღვრო ხაზის ჯარების სარდლის თანაშენწე, 1859–60 – სარდალი. 1860-იდან მოვალეობას კავკ. არმიის მთავარსარდალთან. ასრულებდა განსაკუთრებულ დავალებათა გენერლის იყო გლეხთა საქმეების დარგში თბილისის გუბერნიის საკრებულოს წევრი, 1870–77– თბილისის გუბ. თავადაზნაურთა წინამძღოლი 1877 დანიშნეს ალაზნის ველზე განლაგებული ჯარების სარდლად სამხ.-გუბერნატორის უფლებებით.
დაკრძალულია თბილისში, ქაშვეთის ეკლესიაში.
წყარო: Дворянские роды Российской Империи, т.4, М., 1998;
ლიტ: დოლიძე ლ. გენერლები საქვართველოდან, თბ., 2002.
მ. გოგიტიძე