ანდრონიკაშვილი სპირიდონ ნიკოლოზის ძე

ანდრონიკაშვილი სპირიდონ ნიკოლოზის ძე (6. X II. 1848, სოფ. ფხოველი, გურჯაანის მუნიციპალიტეტი, – 1916, თბილისი), რუსეთის არმიის გენერალ-მაიორი (1900).

ა. 1872-იდან სამხ. სამსახურშია, მონაწილეობდა რუს.-ოსმ. (1877–78) ომში. 1889-იდან იყო დაღესტნის ანდიის ოლქის უფროსი, შემდეგ თელავის მაზრის მომრიგებელი მოსამართლე.

დაჯილდოებულია წმ. სტანისლავის II, წმ. ვლადიმირის და წმ. ანას სხვადასხვა ხასისხის ორდენებით.

მ. გოგიტაძე