ანდრონიკაშვილი (ქალიშვილობის გვარი ზურაბიშვილი) ქეთევან ელეფთერის ასული (27. X. 1862, ყვარელი, – 1. II. 1941, თბილისი), მსახიობი. ი. ზურაბიშვილის და.
დაამთავრა თელავის წმ. ნინოს სასწავლებელი. 1880–83 მონაწილეობდა თელავის სცენისმოყვარეთა წარმოდგენებში. 1883–92 თბილ. 1879 განახლებული ქართ. პროფ. თეატრის მსახიობი იყო. 1892–1917 ცხოვრობდა და მოღვაწეობდა ბაქოში, სადაც გამოდიოდა საქველმოქმედო მიზნით გამართულ წარმოდგენებში. მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ბაქოს ქართ. თეატრის დაარსებაში. 1917 ა. თბილისში გადმოვიდა, ხელმძღვანელობდა მუშათა დრამ. გაერთიანებებს.
სხვადასხვა დროს მსახიობად მოღვაწეობდა ქუთ., ბათუმის, ველისციხის თეატრებში. იყო წამყვანი მსახიობი, ასრულებდა დრამ. და სახასიათო როლებს: თამარი, სალომე (ა. წერეთლის „თამარ ცბიერი“, „კინტო“), ქეთევანი (დ. ერისთავის „სამშობლო“), მარინე (ვ. გუნიას „და-ძმა“), მამიდა (ტ. რამიშვილის „სტუმარ-მასპინძლობა“), ხანუმა (ა. ცაგარლის „ხანუმა“), კრუჩინინა (ა. ოსტროვსკის „უდანაშაულო დამნაშავენი“) და სხვ. ა. ცეკვა „ქართულის“ ცნობილი ოსტატი იყო.
1922 თბილისში გახსნა ქართ. ხალხ. ცეკვის პირველი სტუდია. 1925 – 40 მსახიობად მუშაობდა საქართვ. კინოსტუდიაში.
შ. ცუცქირიძე