ანდრონიკე

ანდრონიკე, „პროვინციის მეფის“ 1340–54 წლებში, დავით VIII-ის შვილი, ალასტანელი პირველი „პროვინციის მეფის“ მელქისედეკის ძმა.

ა. ძმასთან ერთად ამტკიცებს დავით VIII-ის მიერ 1297 გაცემულ სიგელს. იგი „მეფედ“ იწოდება წითლოსან ქვენიფნეველისადმი 1343 წელს ბოძებულ სიგელში, სადაც მისი ზეობის მე-9 ინდიქტიონია აღნიშნული. ამდენად, მისი ხელმწიფობის ათვლა 1340-იდან იწყება.

ჯვრის მონასტრის აღაპებში ის „მეფეთ-მეფეა“, ხოლო სინის მთის სულთა მატიანეში „მეფედ“ მოიხსენიება. ა. მელქისედეკთან ერთად სამეფო ცენტრს ჩამოცილებული აღმოჩნდა. ერთხანს მხოლოდ „პროვინციის მეფობას“ მიაღწია. როგორც ჩანს, ალასტანელთა ძირითადი სამფლობელოების პარალელურად, ა. თავისი გავლენის გავრცელებას შიდა ქართლის გარკვეულ ტერიტორიაზეც ახერხებდა, რასაც ადასტურებს 1348 წითლოსან ქვენიფნეველისადმი გაცემული სიგელი. აქ წითლოსანი ხელმოცარული, გადაყანებულია, ფეოდალია, ერისთავი ა. კი ეძებს თავისი მფლობელობის დასაყრდენ ვასალთა ფენას (რეალურად ასეთ ფეოდალებს ეყრდნობოდა XVI–XV სს-ში არსებული „პროვინციის მეფეთა“ ინ-ტი). ინტერესების ურთიერთდამთხვევამ განაპირობა მათი კავშირი. ა-ს „მეფობა“ დაახლ. 1354-მდე უნდა გაგრძელებულიყო, რადგან ამ წელს უკვე მისი ძის-დავითის „პროვინციის მეფობა“ დასტურდება.

ლიტ.: ნ ი ნ ი ძ ე  დ., „პროვინციის მეფეევი“ XIV-XV საუკუნეების საქართველოში, თბ., 1995.