ანდრუსოვი ნიკოლოზ ივანეს ძე [7 (19). XII. 1861, ოდესა, - 27. IV. 1924, პრაღა], რუსი გეოლოგი და პალეონტოლოგი, პეტერბ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი (1914; წ.-კორ. – 1910; 1920-იდან აგრეთვე უკრ. მეცნ. აკად. აკადემიკოსი).
1884 დაამთავრა ნოვოროსიის უნ-ტი (ქ. ოდესა). იყო იურიევის (ტარტუს, 1896 – 1905) და კიევის (1904 – 12) უნ-ტების, პეტროგრ. ქალთა უმაღლესი კურსების (1912 – 17) პროფესორი. 1913 – 17 მუშაობდა გეოლ. კომიტეტში, 1914 – 17 იყო აგრეთვე პეტრე დიდის სახ. გეოლ. და მინერალოგიური მუზეუმის გეოლ. განყ-ბის გამგე. ა-ის სამეცნ. შრომები ეხება დინამ. და რეგიონული გეოლ. საკითხებს, სამხრ. რუსეთის, კავკ. და ამიერკასპიისპირეთის ნეოგენური და მეოთხეული პერიოდების ნალექების სტრატიგრაფიასა და პალეონტოლოგიას, ოკეანოლოგიას, ლითოლოგიას. ა. რუსეთში პალეოეკოლოგიის ფუძემდებელია.
დაამუშავა ზღვიური ნეოგენური ნალექების სტრატიგრაფიული სქემა, რ-საც გარკვეულად დღესაც არ დაუკარგავს მნიშვნელობა. იმოგზაურა აფხაზეთში, იკვლევდა ღალიძგისა და დუაბის ხეობების პლიოცენურ ნალექებს. მდ.დუაბის ხეობაში გამოყო პლიოცენური ასაკის ე. წ. დუაბის შრეები (1909). ა-ის ოკეანოგრაფიული კვლევები შეეხება შავ (1890) და მარმარილოს (1894) ზღვებს, ყარა-ბოღაზ-გოლის ყურეს (1897), იკვლევდა მათში თანამედროვე ნალექების დაგროვების პირობებს, ფაუნას, დაადგინა შავი ზღვის ღრმა ზონების გოგირდწყალბადით „მოწამვლა“.
პეტერბ. მეცნ. აკად. ლომონოსოვის სახ. პრემია (1897).
თხზ.: Взаимоотношения Эвксинского в Каспийского бассейнов в неогеновую эпоху, «Известия Росийской Академии наук», VI серия, 1918, т. 12, № 8; Верхний плиоцен Черноморского бассейна, წგნ.: Геология СССР, т. 4, ч. 2, в. 3, Л., 1929.
ლიტ.: ჯ ა ნ ე ლ ი ძ ე ა., ნარკვევები გეოლოგიის ისტორიიდან, თბ. 1959.Воспоминания учеников и современников о Н. И. Андрусове, კრ.: Очерки по истории геологических знаний, в. 14, М., 1965.
ვ. ჯავრიშვილი