ანესთეზიოლოგთა და რეანიმატოლოგთა საზოგადოება რესპუბლიკური სამეცნიერო, 1962 თბილისის გ. მუხაძის სახ. ქირურგიული საზ-ბის ბაზაზე ჩამოყალიბდა საქართვ. ანესთეზიოლოგთა სექცია (თავ-რე გ. ხუნდაძე), რ-იც 1972 გადაკეთდა ა. და რ. ს-დ (თავ-რე გ. ცანავა);
საზ-ბა აერთიანებს 400 წევრს. აქვს ფილიალები ქუთაისში, სოხუმში, ბათუმში.საზ-ბის ამოცანაა მიაღწიოს ანესთეზიოლოგიურ-რეანიმატოლოგიური სამსახურის სრულყოფილ ორგანიზაციას, აამაღლოს მისი სამეცნ.-ტექ. დონე და დანერგოს მოპოვებული მიღწევები პრაქტიკაში. საზ-ბის მიერ ჩატარებულია 5 სამეცნ.-პრაქტ. კონფერენცია, გამოქვეყნებულია საზ-ბის შრომათა კრებულის 3 წიგნი - „მასალები ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე“ (თბ., 1976, 1981, 1990), რ-ებშიც დაიბეჭდა საქართვ. და საზღვარგარეთის წამყვანი სპეციალისტების 643 შრომა.
ჩატარებულია მრავალი სემინარი, წაკითხულია ლექციები, გამოქვეყნებულია მონოგრაფიები, სტატიები ანესთეზიოლოგიისა და რეანიმატოლოგიის აქტუალურ საკითხებზე.
გ. ცანავა