ანთაძე გიორგი დიომიდეს ძე

ანთაძე გიორგი დიომიდეს ძე (დ. 19. VIII. 1940, თბილისი), რეჟისორი. საქართვ. ხელოვნ. დამს. მოღვაწე (1980). პროფესორი (2001).

1964 დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სარეჟისორო ფაკ-ტი. 1964–67 მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის, 1967 – 79 – რუსთავის დრამ. თეატრის, ხოლო 1979 – 91 – თბილ. რუსთაველის სახ. თეატრის რეჟისორად. 1989–91 რუსთაველის დრამ თეატრის სამხვატრო ხელმღვანელია 1991–92 დაინიშნა საქართვ. კულტურის მინისტრის პირველ მოადგილედ.

1992-იდან მუშაობდა საქართვ. კულტურის სამინისტროსთან არსებული კულტურისა და ხელოვნების წახალისების ფონდის გენერალურ დირექტორად. 1968–98 პედ. მოღვაწეობას ეწეოდა შოთა რუსთაველის სახ. თეატრისა და კინოს ინ-ტში. 1998-იდან მიიწვიეს თურქეთის ბილკენტის უნ-ტის პროფესორად, სადაც პედ. მოღვაწეობას ეწეოდა 2010-ამდე, იქვე განახორციელა დადგმები: კ. გოცის „მწვანე ჩიტი“, მ. ფრიშის „დონ ჟუანი და გეომეტრია“, ი. იონესკოს „მელოტი მომღერალი ქალი“, ნ. გოგოლის „ქორწინება“, და სხვ. ამავე დროს, მოწვეული იყო ქიზმიტსა და ქ. ადანიაში, სადაც დადგა მილერის „ტარტოუფი“.

მნიშვნელოვანი დადგმები საქართველოში: ი. სამსონაძის „ბედნიერი ბილეთი“, ფ. დიურენმატის „ავარია“, გ. მდივნის „კონსული მოიპარეს“ (კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრი.), ე. შვარცის „ჩრდილი“, კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“, დ. ვასერმანისა და ჯ. დერიონის „ლამანჩელი“, გ. ფრიშის „ბოდიერმანი და ცეცხლის წამკიდებელნი“, ლ. პირანდელოს „ავტორის მაძიებელი ექვსი პერსონაჟი“ (რუსთავის დრამ. თეატრი), ა. გელმანის „ჩვენ, ქვემორე ხელისმომწერნი...“ (რუსთაველის სახ. თეატრი). და სხვ.

შ. ცუცქირიძე