ანთაძე ვლადიმერ სამსონის ძე [22. IV (4. V). 1898, სოფ. ჯურუყვეთი, ახლანდ. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი, – 15. II. 1992, თბილისი], მიკრობიოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1940), პროფესორი (1940), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1957).
1924 დაამთავრა თსუ სამკურნ. ფაკ-ტი 1937–74 განაგებდა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტის მიკრობიოლ., ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრას, 1974 – 86 ამ კათედრის პროფესორ-კონსულტანტი იყო. 1944–60 – თბილ. ვაქცინებისა და შრატების ინ-ტის დირექტორის მოადგილე სამეცნ. ნაწილში, 1960–73 – კონსულტანტი.
1944–87 იყო საქართვ. ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა სამეცნ. საზ-ბის თავ-რე, 1958-იდან – სსრკ ი. მეჩნიკოვის სახ. ეპიდემილოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა სამეცნ. საზ-ბის საპატიო წევრი. იკვლევდა სამხარეო ინფექციურ სნეულებათა ეტიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, იმუნოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის საკითხებს.
თხზ.: ბრუცელოზი, თბ., 1947; Сверхактивная бактериофагия и ее значение для уточнения природы фага, «Труды Тбилисского научно-исследовательского ин-та вакцин и. сывороток», 1963, т. 5.