ანთაძე ლეო დიომიდეს ძე (დ. 12. XI. 1932, თბილისი), თეატრისა და კინოს მსახიობი.
საქართვ. სახ. არტისტი (1979). დაამთავრა შოთა რუსთაველის სახ. თეატრ. ინ-ტის სამსახიობო ფაკ-ტი. 1955 დ. ალექსიძის ჯგუფი. მუშაობდა კ. მარჯანიშვილის სახ. (1955–1967) და რუსთავის 1967–75 – თეატრებში. 1975-იდან ა. კვლავ კ. მარჯანიშვილის სახ. თეატრის მსახიობია. იგი ინდივიდ. ხელწერის შემოქმედია. მის მიერ შექმნილ სცენურ სახეებში ნათლად ჩანს მსახიობის შინაგანი პლასტიკა, უშუალობა, მუსიკალობა; ა-ის ყოველი გმირი გამთბარია იუმორის გრძნობით. როლები: ზურია (მ. მრევლიშვილის „ზვავი“), ბუბნოვი (მ. გორკის „ფსკერზე“), რიჩარდი, მთავარი იორკისა (უ. შექსპირის „რიჩარდ III”), ფრენკი (ბ. შოუს „პიგმალიონი“), ზურიკელა (ნ. დუმბაძისა და გ. ლორთქიფანიძის „მე, ბებია, ილიკო და ილარიონი“), რისთვისაც, 27 წლის ასაკში მიიღო დამსახ. არტისტის წოდება (1961). ლაითაძე (კ. ბუაჩიძის „ეზოში ავი ძაღლია“), დარახველიძე ჭეიშვილი (ნ. დუმბაძის „მარადისობის კანონი“) და „საბრარდებულო დასკვნა“, მარესი (ფ. დიურენმატის „რომულუს დიდი“) ლიპარიტე ქოსატყულა (პ.კაკაბაძის „კახაბერის ხმალი), მეფე თამარი ((კ. გოცის „ლურჯი ურჩხული“), და სხვ. (კ. მარჯანიშვილის თეატრი). ლუკა (მ. გორკის „ფსკერზე“), დახუნდარა (კ. ლორთქიფანიძის „კოლხეთის ცისკარი“), სანჩო პანსა (ჯ. დერიონისა და დ. ვასერმანის „ლამანჩელი“) და სხვ. (რუსთავისთეატრი).
შ. ცუცქირიძე