ანთელავა ირაკლი გიორგის ძე

ანთელავა ირაკლი გიორგის ძე (21. II. 1912, სოფ. ყულისკარი, ზუგდიდის მაზრა, – 17. III. 1978, თბილისი), ისტორიკოსი. ისტ. მეცნ. დოქტორი (1955), პროფესორი (1956). საქართვ. (1966) და აფხ. (1961) მეცნ. დამს. მოღვაწე.

დაამთავრა თბილ. სახელმწ. პედ. ინ-ტის ისტ. ფაკ-ტი (1931) და ლენინგრ. ფინანს.-ეკონ. ინ-ტი (1936). 1938 – 56 მუშაობდა დ. გულიას სახ. აფხ. ენის, ლიტ-რისა და ისტ. ინ-ტში, 1938 – 54 შეთავსებით – მ. გორკის სახ. სოხუმის სახელმწ. პედ. ინ-ტში სსრკ ისტ. კათედრაზე (1942-იდან გამგედ), 1956-იდან ი. ჯავახიშვილის სახ. ისტ. არქეოლ. და ეთნოგრ. ინ-ტში საქართვ. ახალი ისტ. განყ-ბის უფროს მეცნიერ თანამშრომლად, 1957-იდან – გამგედ.

1958-იდან შეთავსებით იყო თსუ სსრკ ისტ. კათედრის პროფესორი. ა. მუშაობდა XVII – XIX სს. საქართველოს სოც.-ეკონ. და პოლიტ. ისტორიის, ფეოდ. ურთიერთობის რღვევისა და კაპიტალიზმის გენეზისის, საქართვ. საზ.-პოლიტ. მოძრაობის, საზ. აზროვნების ისტორიის და რუს.-საქართვ. ურთიერთობის საკითხებზე. ეკუთვნის მნიშნველოვანი საარქივო დოკუმენტური წყაროების პუბლიკაციები. ა-ს ნაშრომს „სახელმწიფო გლეხები XIX ს. საქართველოში“ (თბ., 1962–69, ტ. 1–2, რუს. ენაზე) მიენიჭა აკად. ს. ჯანაშიას სახ. პრემია (1970). მონაწილეობდა ისეთი კოლექტ. განმაზოგადებელი ნაშრომების შექმნაში, როგორიცაა „აფხაზეთის ასსრ ისტორიის ნარკვევები“ (სოხუმი, ნაწ. I, 1960, რუს. ენაზე), ქართ. საბავშვო ენციკლოპედია და სხვ.

იყო „საქართველოს ისტორიის ნარკვევების“ V ტომის რედაქტორი და თანაავტორი, რისთვისაც მიენიჭა (სიკვდილის შემდეგ) საქართვ. სახელმწ. პრემია (1982). დაკრძალულია საზოგადო მოღვაწეთა საბურთალოს პანთეონში.

თხზ.: საგლეხო რეფორმა საქართველოში და მისი მნიშვნელობა, თბ., 1966; საზოგადოებრივ-პოლიტიკური მოძრაობისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიიდან საქართველოში, თბ., 1967; საქართველოში სოციალური ურთიერთობის ისტორიიდან. რეფორმის შემდეგდროინდელი ხანა. ნარკვევები, თბ., 1967 (თანაავტ. ე. გუჩუა); XVIII საუკუნის საქართველოს სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხასიათის საკითხისათვის (სოფლის მასალების მიხედვით), თბ., 1977; ქართველები 1812 წლის სამამულო ომში, თბ., 1984; Очерки по истории Абхазии XVII – XVIII вв., 2 изд., Сух., 1951; реформа поземельного усройства государсвенных крестьян Закавказья в конце XIX века, Сух., 1952 [კანზე - 1953]; К вопросу о генезисе в развитии капитализма в сельском хозяйстве в промышленности Грузии, Тб., 1967 (თანაავტ.: ე. ორჯონიკიძე და ე. ხოშტარია).

ლიტ.: ირაკლი ანთელავა. ცხოვრება და შემოქმედება, თბ., 1979.

ო. ჟორდანია