ანთელავა ჯიმშერ ნიკოლოზის ძე (3. VIII. 1928, თბილისი, – 5. XII. 1987, იქვე), ოფთალმოლოგი. მედ. მეცნ. დოქტორი (1963), პროფესორი (1965), საქართვ. მეცნ. დამს. მოღვაწე (1986). ნ. ანთელავას შვილი.
1949 დაამთავრა თბილ. სახელმწ. სამედ. ინ-ტი. 1955–58 მუშაობდა მოსკ. I სამედ. ინ-ტის თვალის სნეულებათა კათედრაზე ვ. არხანგელსკისთან. 1963–67 იყო თბილ., ხოლო 1973–80 – საქართვ. ჯანდაცვის სამინისტროს მთავარი ოფთალმოლოგი. 1972-იდან განაგებდა ექიმთა დახელოვნების თბილ. ინ-ტის თვალის სნეულებათა კათედრას. 1974–79 იყო საქართვ. მიკრო-ქირურგ. ცენტრის, ხოლო 1979 – 87 – ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი.
ა. შეისწავლიდა კოლაგენოპლასტიკას თვალის რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, კვანტურ თერაპიას (ულტრაიისფერი სხივების და ლაზერის დასხივებით) და სხვ. მისი ხელმძღვანელობით რესპუბლიკაში დაინერგა ოპერაციების ახ. მეთოდი ბადურა გარსის ჩამოცლის, დიაბეტური რეტინოპათიისა და გლაუკომის დროს, აგრეთვე ვ. ფიოდოროვის მიერ შემუშავებული ხელოვნური ბროლის გადანერგვის ოპერაცია.
1974–83 იყო ოფთალმოლოგთა რესპ. სამეცნ. საზ-ბის თავ-რე.
მიღებული აქვს სახელმწ. ჯილდოები.
თხზ.: Материалы по изучению морфофункциональных особенностей межуточного вещества сетчатки в норме и при нарушении кровообращения, Тб., 1964; Первичная отслойка сетчакти, Этиопатогенез, диагностика, лечение (თანაავტ.: Н. Н. Пивоваров, А. А. Сафоян), Тб., 1986.