ანისულის ხე

ანისულის ხე, სამკურნალო სასაფრასი (Sassafras officinale), ფოთოლმცვივანი ხე დაფნისებრთა ოჯახისა.

მისი სიმაღლე 12–15, იშვიათად 24–27 მ აღწევს. სამშობლოა ჩრდ. ამერიკა. დეკორატიულია. გაშენებულია სოხუმის ბაღებში, თუმცა ზამთარს კარგად უძლებს და მისი კულტივირება შეიძლება საქართვ. სხვა რ-ნებშიც. ხის გამძლე მერქანს იყენებენ მრწველობაში. ფესვის ქერქი შეიცავს ეთეროვან ზეთს, რ-საც პარფიუმერიაში იყენებენ. ზოგჯერ მარადმწვანე ბადიანსაც ა. ხ-ს უწოდებენ.

მ. სახოკია