ანტონინიანი

ანტონინიანი (Antoniniani), რომაული ვერცხლის მონეტა (მასა 4,7 – 5,3 გ).

პირველად მოიჭრა დენარის გაუფასურებასთან დაკავშირებით იმპ. კარაკალას მიერ (214). ა-ის ავერსზე გამოხატულია რომის იმპერატორი ან დედოფალი. რევერსზე სხვადასხვა გამოსახულებებია. ა-ის ემისია IV ს. დასაწყისამდე გრძელდებოდა.

საქართველოში აღმოჩენილია ბიჭვინთის ნაქალაქარზე.

ლიტ.: დ უ ნ დ უ ა  გ., ჯ ა ლ ა ღ ო ნ ი ა  ი., ქართული ნუმიზმატიკური ლექსიკონი, თბ., 2009.

გ. დონდუა