დიოგიძე ოთარ შუქრის ძე

დიოგიძე ოთარ შუქრის ძე (დ. 13. IV. 1954, ბათუმი), ქიმიკოსი. ტექ. მეცნ. დოქტორი (2003), პროფესორი (2004).

1977 დაამთავრა საქართვ. პოლიტექ. ინ-ტის ქიმიის ფაკ-ტი. 1977–86 მუშაობდა სოფ. ურავის (ამბროლაურის მუნიციპალიტეტი) სამთო-ქიმიურ ქ-ნაში მთ. ტექნოლოგად. 1986– 96 ეწეოდა პედ. საქმიანობას ბათუმის შოთა რუსთაველის სახ. სახელმწ. უნ-ტში.

1996–2005 იყო ბათუმის საზღვაო აკად. რექტორი, 2004-იდან კი – ამავე აკადემიის პროფესორი.

დ-ის სამეცნ. კვლევები ეძღვნება ზესუფთა დარიშხანისა და მისი ნაერთების მიღების ტექნოლოგიას. აქვს პატენტი „დარიშხანმჟავა ეთერების მიღების ხერხის შესახებ".