ანტონოვიჩი მაქსიმ ალექსის ძე [27. IV (9. V), 1835, ბელოპოლიე, ხარკოვის გუბერნია, ახლანდ. სუმის ოლქი, უკრაინა, _ 14. XI. 1918, პეტროგრადი], რუსი ფილოსოფოსი, კრიტიკოსი, ნ. ჩერნიშევსკისა და ნ. დობროლიუბოვის თანამებრძოლი.
იცავდა ჩერნიშევსკის ესთეტ. თეორიას. XIX ს-ის 60-იან წლებში დაუახლოვდა პეტერბურგში მოსწავლე ქართველებს, განსაკუთრებით ნ. ნიკოლაძეს. მისი თხოვნით თანამშრომლობდა (1875 – 77) გაზ. „ტიფლისსკი ვესტნიკში“. ა-ის მოწვევით ნ. ნიკოლაძეს რევ.-დემოკრ. მიმართულების გაძლიერება სურდა ქართ. ლიტ. კრიტიკასა და ესთეტ. აზროვნებაში. ა. „ტიფლისსკი ვესტნიკს“ ავრცელებდა პეტერბ. წრეებში იგი ნიკოლაძესთან ერთად დაუცხრომლად ებრძოდა მ. კატკოვისა და ა. სუვორინის მსგავს ჟურნალისტებს, აკრიტიკებდა იდეალისტურ ფილოსოფიას.
ა-ისა და ნ. ნიკოლაძის იდეურ თანამეგობრობას ხელი არ შეუშლია მათთვის განსხვავებული თვალსაზრისი ჰქონოდათ ზოგიერთ საზ. მოვლენაზე, უთანხმოებაც კი ჰქონდათ ეროვნულ საკითხთან დაკავშირებით („წერილები პეტერბურგს“, «ტიფლისსკი ვესტნიკ», 1876, № 25, 27). ნ. ნიკოლაძე შეუპოვრად შეება ა-ს რუსიფიკატორული ტენდენციის გამო. ამ მიმართებით ამხილა მისი ყალბი, არაკომპეტენტური დებულებები.
ლიტ.: ჩიქოვანი ლ., გაზეთ „თბილისის მოამბის“ (1873 – 1882 წწ.) სოციალურ-პოლიტიკური პროფილი, თბ., 1967; Бахтадзе Н., М. А. Антонович и Н. Я. Николадзе, «Заря Востока», 1958, 27 июня; Лордкипанидзе о., Русские революционные-демократы в грузинской публицистике и критике, Тб., 1959; Шадури В. С., Н. Я. Николадзе и его русские связи, წგ.: Письма русских литературно-общественных деятелей к Н. Я. Николадзе, Тб., 1949.
ლ. წურწუმია