ანქიალე (ბერძნ. Anchialos), მაკრონჰენიოხების გაერთიანებული სამეფოს მეფე, ცხოვრობდა II ს. I ნახევარში, იყო რომის იმპერიის მოკავშირე.
მონაწილეობდა იმპ. ტრაიანეს ლაშქრობაში პართიის წინააღმდეგ (115), რისთვისაც ტრაიანემ საგანგებოდ დაასაჩუქრა. ა-ს რეზიდენცია იყო მდ. პრიტანისის (ახლანდ. ფურტუნასუ, თურქეთი) ნაპირას.
წყარო: არიანე ფლავიუს, მოგზაურობა შავი ზღვის გარშემო, ნ. კეჭაღმაძის გამოც., თბ., 1961; დიონ კასიოსის ცნობები საქართველოს შესახებ, ნ. ლომოურის გამოც., თბ., 1966.
ნ. ლომოური