ანქონიუმი

ანქონიუმი (Anchonium elichrysifolium), მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე ჯვაროსანთა ოჯახისა. უძველესი აღმ. ხმელთაშუა ზღვის ფლორის რელიქტია. გავრცელებულია სომხეთსა და წინა აზიაში.

საქართველოში გვხვდება მხოლოდ ჯავახეთში (თეთრობის ქედი) მთის შუა და სუბალპ. სარტყლის ფერდობებზე, კირქვიან კლდეებსა და ნაზვავებზე. შეტანილია „საქართველოს წითელ ნუსხაში“.