ანჩხო

ანჩხო, ანჩხა, მთა გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ანჩხოს ქედზე (აფხაზეთის კავკასიონი), მდ. ბავიუს (ბზიფის მარჯვ. შენაკადი) სათავეში. სიმაღლე 2697 მ. აგებულია ბაიოსური პორფირიტებით. კალთები შემოსილია სოჭნარ-წიფლნარით, 1800 – 1900 მ ზემოთ სუბალპ. ლიხია, უფრო მაღლა – სუბალპ. და ალპ. მდელოები.