ანხაიუ

ანხაიუ (აფხ., სიტყვასიტყვით – მეურნე ადამიანი, მიწათმოქმედი), ფეოდალურად დამოკიდებული გლეხების ძირითადი კატეგორია გვიანდ. ფეოდ. აფხაზეთში (სამურზაყნოში – „ფიოში“).

შეადგენდა გლეხთა მასის თითქმის 4/5. ა. იურიდიულად თავისუფალი იყო. მათი ყიდვა_გაყიდვა არ შეიძლებოდა, ქონებრივი და უფლებრივი მდგომარეობით არაერთფეროვან მასას შეადგენდნენ და იყოფოდნენ ორ ჯგუფად: ანხაიუ-ცქია – „სუფთა ანხაიუ“ და ანხაიუ-ხიფში – „დამოკიდებული ანხაიუ“.

ზ. ანჩაბაძე